Georgia
საქართველოს მედიკოსთა კავშირი
ქართული
Englesh
Georgian Medical Union
English
Russia
Союз Медиков Грузии
Russia
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება. საქართველოს მედიკოსთა კავშირმა სამედიცინო დახმარება გავუწიეთ ცხინვალისა და გორის რაიონებიდან დევნილი მოსახლეობის, თბილისში კომპაქტურად ჩასახლებული უბნების, ისანი, ყოფილი რუსული ჰოსპიტალის ტერიტორიაზე 2700 დევნილით და დიდი დიღომი IV მკრ. რ-ნში მდებარა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე 60 დევნილით.

ადგილზე, ისანის ტერიტორიაზე, მუშაობდა ექიმთა ბრიგადა: 2 თერაპავტი, პედიატრი, 2 კარდიოლოგი, 2 დერმატოლოგი, ენდოკრინოლოგი და გინეკოლოგი. ერთი ექიმი ყოველთვის იმყოფებოდა ტერიტორიაზე, ხოლო 2-3 სპეციალისტი კვირაში 2-ჯერ ახორციელებდა ავადმყოფების ზედამხედველობას.

ამ ადამიანების გაუსაძლისი პირობების გამო ჯან.დაცვის მინისტრს Bბატ. Aა. კვიტაშვილს გაეგზავნა წერილი მოთხოვნით.

ჩასახლებულ ადამიანთაგან სამედიცინო მომსახურება გაეწია 273 დევნილს, მათ შორის გამოკვლევები:

1.კარდიოლოგიური გამოკვლევები

2.სხვა სახის გამოკვლევები და კონსულტაციები

ორ მათგანს გაეწია სტაციონარული მკურნალობა – ოპერაციები: ხათუნა მაისურაძე და ნინო მკალავიშვილი.